თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ სოფელ ახალუბნის მცხოვრებლების ადგილსამყოფელის დასადგენად

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქელში წერს.

“სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. ამ ინფორმაციას ოფიციალურ სუსი არ ადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...