თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით,  ცვლილებების ვადები დაკორექტირდება და საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე მოხდება საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა.

„მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც აინტერესებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ სუბიექტებს. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ამასთან ერთად, საარჩევნო კოდექსი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციასთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვმუშაობთ. შესაბამისად, ეს ვადები დაკორექტირდება, მოხდება საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის კალენდრის ადაპტირება და მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მისი დასრულებისთანავე განვაახლებთ ამ პროცესს და ვეცდებით, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ ეს სამუშაო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად