თალაკვაძე: ყველამ შეასრულოს 8 მარტს ხელმოწერილი პირობა, “ოცნება” ასრულებს შეთანხმებას

ამის შესახებ პარლამანეტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “რუსთავი2”-თან, ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს შეთანხმება იყო პოზიტიური შედეგი ყველა მხარისათვის, მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება ყველა მხარემ შეასრულოს. ჩვენი მოთხოვნაც და მიმართვაც ოპოზიციისადმი არის ეს, რომ ყველამ შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ხელმოწერილი პირობა ამ პროცესში. „ქართული ოცნება“ ასრულებს ამ შეთანხმებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად