თალაკვაძე: ყველა, ვისაც მხარი დაუჭირა პარლამენტმა, არჩეულია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ

ყველა ის კანდიდატი, ვისაც მხარი დაუჭირა პარლამენტმა, არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ და გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე.

კანდიდატები, ვისაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

“პარლამენტმა დაამტკიცა 12 ახალი კანდიდატურა, ხოლო 2 კანდიდატს მხარი დაუჭირა, რომლებიც დღეს არიან მოქმედი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში და ისინი მონაწილეობდნენ მიმდინარე კონკურსში.

შესაბამისად, მათი დანიშვნაც მოხდება უვადოდ”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად