თალაკვაძე: ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დიპლომატების, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაქსიმუმს გააკეთებს, რათა სამართლიან პრინციპებზე შეთანხმდნენ.

არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან თავი შეიაკავა  დეტალებზე საუბრისგან და განმარტა, რომ ყველა დეტალი ცნობილი გახდება, როგორც კი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდეგი დიალოგი დაინიშნება.

„საუზმემ, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს, რათა ჩვენ მათი თანდასწრებით კიდევ ერთხელ გვესაუბრა მთავარ საკითხებზე, ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის არსებულ კომუნიკაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იქეთკენ, რომ ჩვენ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები ერთმანეთთან შევათანხმოთ. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება. დღეს, რა თქმა უნდა, დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ აუცილებლად გპირდებით, რომ ყველა დეტალი და მოლაპარაკების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება, რაც სავარაუდოდ ძალიან მოკლე დროში მოხდება“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, დათმობაზე წასვლას არ აპირებდით, ახლა მიდიხართ, არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: „არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ განვიხილეთ, რომელიც ამ რიცხვებს უკვე მეორე ხარისხოვანს ხდის. ასე რომ, დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ. ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იქეთკენ, რომ მთავარ პრონციპებზე შეთანხმება მოხდეს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: ოპოზციისა და მმართველი გუნდის წევრების შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად