თალაკვაძე ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”: დამაჯერებლად ვამბობ, საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილი იქნება

“გამოსვლები და აქციები ცოტა არ უნახავს ამ ქვეყანას. ამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაშიც იყო არაერთი მანიფესტაცია”, – ასე პასუხობს გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმასთან დაკავშირებით, რომ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ხელისუფლება ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით და ემზადება თუ არა ხვალინდელი დღისთვის.

“მშვიდობიანი მანიფესტაციის პრინციპები და კანონი იქნება დაცული. ეს უფლება გარანტირებულია და სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყოს. აქ მე გეუბნებით დამაჯერებლად, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილი იქნება და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ამაზე იქნება რეაგირება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად