თალაკვაძე: პარლამენტი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადავიდეს კარანტინის რეჟიმში და ჩვენ შეკრება ვერ შევძლოთ

“სუბიექტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ არა ხვალ, ზეგ, აუცილებლად მსოფლიო პარლამენტები ელექტრონულ პროცესს შემოიტანენ გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, ამან მთლიანად არ უნდა ჩააანაცვლოს პარლამენტის და ვერც ჩაანაცვლებს.”

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

“ვეთანხმები იმ კლასიკას, რომ პარლამენტის ერთერთი ძირითადი კომპონენტია შეკრება და მსჯელობა. თუმცა, რასაც გურამ მაჭარაშვილი ბრაძანებდა, ეს არის რეალური შემთხვევა, როდესაც დღეს არც საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, მაგრამ ქვეყანაში არის რეალური ვითარება, სადაც პარლამენტი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადავიდეს კარანტინის რეჟიმში და ჩვენ შეკრება ვერ შევძლოთ. ეს შეიძლება ინფექციის ერთმა, ან ორმა დადასტურებულმა შემთხვევამ გამოიწვიოს. ეს ლოგიკაც უნდა გავითვალისწინოთ” -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად