არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ოქრუაშვილს შეუძლია სიმართლე სასამართლოში ამტკიცოს

გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტულ ფაქტზე და მას ბრალი აქვს წაყენებული, არა როგორც პოლიტიკურ აქტივისტს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

„არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და არცერთ საზოგადოებას დემოკრატიულ სახელმწიფოში არ სურს რომ ნახოს, როგორ ხდება კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივი შეტევა, როგორ ხდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე შეტევა და როგორ ხდება შეტევა პარლამენტზე.

გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტულ ფაქტზე და მას ბრალი აქვს წაყენებული, არა როგორც პოლიტიკურ აქტივისტს ან პოლიტიკური პარტიის წევრს, არამედ ბრალი აქვს წაყენებული კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, სადაც მას ექნება საშუალება თავის სიმართლე ამტკიცოს სასამართლოში, ისარგებლოს დაცვის უფლებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვისაც სასამართლოში დაუდასტურდება, რომ ჩადიოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აორგანიზებდა ძალადობას ან შეტევას პარლამენტზე, ბუნებრივია, იმ ადამიანებს მოუწევთ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ კანონის წინაშე,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად