თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის მორალური უფლება არ აქვს

“მორალური უფლება არ აქვს ოპოზიციის ამ ნაწილს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვოს მაშინ, როდესაც მმართველ გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული აქვს და სამართლებრივი რეაგირება დაწყებული,  და მაშინ, როდესაც ოპოზიციის ეს ნაწილი ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულში უმძიმესი მემკვიდრეობით არის დღემდე მოსული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა.

„მორალური უფლება არ აქვს ოპოზიციის ამ ნაწილს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვოს მაშინ, როდესაც გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული აქვს და სამართლებრივი რეაგირება დაწყებული აქვს და მაშინ, როდესაც ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულში უმძიმესი მემკვიდრეობით არის დღემდე მოსული და იმ მემკვიდრეობაზე არანაირი შეფასებები მათ არ გაუკეთებიათ და არასოდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ მოუთხოვიათ და არ დაუყენებიათ თავისი თანაგუნდელების მიმართ, რომელთან რეალურად ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაულები. ის კი არა, ნახეთ რით განსხვავდება მათი თანაგუნდელების ქმედება დღევანდელისგან, მათ დროს იყო შეტევა და დარბევა მიტინგების, ქუჩების გადაკეტვა, ხალხის მოქცევა ალყაში და მათი უსასტიკესად დარბევა და დასჯა და იყო, მათ შორის, სხვადასხვა მძიმე დაზიანებები, პოლიტიკური დევნა და მსხვერპლი და ომბუდსმენსაც კი შეეხნენ ხელით, გვახსოვს ყველას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...