თალაკვაძე: ოპოზიციის მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მომზადება-მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება

“პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის ყველა სამართლებრივი რეკომენდაცია ავსახეთ ჩვენს პროექტში, ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მომზადება და მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია რაღაც პროცედურული საკითხებით ცდილობს პროცესის დაბლოკვას.

“ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კანონპროექტის განხილვას. ეს იყო პოლიტიკური ტესტი, რამაც ამ პროცესში ოპოზიციის რეალური მიზანი გამოაჩინა, ამიტომ ითხოვდნენ, ვადების გადადებასა და იყენებდნენ რეგლამენტს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ომბუდსმენთან შეთანხმება იყო, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებს მისთვის მოესმინათ და ეს პირობა დაცულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...