თალაკვაძე ოპოზიციაზე: ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების: ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის გამოჩენას ღიმილით შეხვდნენ დარბაზში მყოფი დეპუტატები.

ოპოზიციონერი დეპუტატები პლენარულ დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წლის ანგარიშს წარადგენდა და ოპოზიციის საქმიანობის იმ ნაწილს მიმოიხილავდა, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვენენ.

“ჩვენ პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში კი რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში. აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ, სიმბოლურად შემოვიდნენ და მოვუსმინოთ” -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის პარალელურად, დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის რეპლიკაც გაისმა: “ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნცებს”.

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილს და ელენე ხოშტარიას პლენარული დარბაზი ოპერატიულად დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად