თალაკვაძე: ოპოზიცია უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

„თქვენ ნახეთ კამპანია, როგორ ჩაატარეს დიდი პარტიული ღონისძიება და როგორ აღნიშნეს ადამიანის დაპატიმრება და მისი შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენ რა, ვერ დაინახეთ იქ პოლიტიკური მოტივაციები და მისი გუნდი როგორ ცდილობდა ამ პატიმრობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას? გაგვცენ პასუხები, სახელმწიფოს რა ულტიმატუმს უყენებდნენ ეს ადამიანები, ბატონი გიგი უგულავას თანაგუნდელები. ეუბნებოდნენ, რომ თუ დააპატიმრებთ ამ ადამიანს, მაშინ ჩვენ გამოვალთ, დავაფიქსირებთ პროტესტს და მაქსიმალურად ჩავშლით დიალოგს. და თუ არ დააპატიმრებთ და მთლიანად გაათავისუფლებთ, თავს კარგად ვიგრძნობთო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, არც ერთ დემოკრატიულ სისტემაში, არც აშშ-ში, არც ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში არ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა, რომ უმძიმეს სისხლის სამართლებლივ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური პარტია, სისტემურ ჩავარდნებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პარტია შემდეგ არჩევნებში მოსულიყო და კიდევ პრეტენზია ჰქონოდა არჩევნებში და ხელისუფლებაში დაბრუნების.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად