თალაკვაძე: ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში ყველას აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა

“ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი.

“ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიცის მიმართ, პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ოპოზიციის წინაშე, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად “სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად