თალაკვაძე: “ნაცმოძრაობამ” გააკეთა ყველაფერი, რომ არჩევნებს ერთგვარი რეფერენდუმის სახე მიეღო

“ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩატარებულიყო ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა ყველაფერი, რომ არჩევნებს ერთგვარი რეფერენდუმის სახე მიეღო” – ამის შესახებ ჟურნალისტებთნ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თლაკვაძემ განაცხადა.

“საზოგადოებამ მეორე ტურში ძალიან მაღალი მონაწილეობით უარი უთხრა ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას. საზოგადოებას არ სურს “ნაციონალური მოძრაობის” პრაქტიკა და მათი მოქმედებების დაბრუნდეს. რაც შეეხება ამ პარტიის ლიდერების განცხადებებს შეკრებასთან დაკავშირებით მათ უნდა გაიაზრონ, რომ ამ რაჩევნებში ისინი დამაჯერებლად დამარცხნდნენ.

მათ უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან ის , რომ აღიარონ დიდი სხვაობით დამარცხება. ერთადერთი მათ, რაც რჩებათ არის ის, რომ მხარდამმჭერებს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდონ, თუმცა საზოგადოება ხედავს რომ შეკრება და მანიფესტაცია ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის დაცული. თუმცა არავის არ მიეცემა საშუალება დესტაბილიზაციის მოწყობის”- განაცხადა თაკავაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად