თალაკვაძე ნადირაშვილს: ქამრების შემოჭერა ჩვენი ერთადერთი სამომავლო მიზანი არ არის

"ქამრების შემოჭერა ჩვენი ერთადერთი სამომავლო მიზანი არ არის",-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მისი ოპონენტის ირმა ინაშვილის შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რას ეძახის ხელისუფლება ისინი ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას. როგორც თალაკვაძემ საპარლამენტო სესიაზე აღნიშნა, ადმინისტრაციული ხარჯების შემირებაზე ხელისუფლების მიერ გაცებული პირობა შესრულებულია.  

"მინდა ქალბატონ ირმა ნადირაშვილს ვუპასუხო. ქამრების შემოჭერა არ არის ჩვენი ერთადერთი სამომავლო მიზანი. შეიძლება თქვენ გინდათ, რომ ჩვენ მომავალში მხოლოდ ქამრების შემოჭერით ვიცხოვროთ, მაგრამ აქ გითხარით, რომ 76 მილიონიანი ეკონომიკური დაზოგვა გაკეთდა საჯარო სამსახურებში სახელფასო ანაზღაურების შემცირების ხარჯზე. პირობა, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემირებაზე იყო ნათქვამი, შესრულებულია. ასევე, როგორც გითხარით, მთავრობის მიმდინარე ხარჯები 1,5%-ით მცირდება 2018 წლის ბიუჯეტში",-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერმინისტრსა და ფინანსთა მინისტრს კითხვებით მიმართა. ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო სესიაზე გიორგი კვირიკაშვილის მისამართით ასეთი კითხვა გააჟღერა: "გიორგი კვირიკაშვილი ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს და ჰკითხეთ, რას ეძახის ქამრების შემოჭერას". ხოლო დიმიტრი ქუმსიშვილს ჰკითხა, რომ სადამდე იქნებიან სირაქლემას პოზაში, სანამ 1 დოლარი ერთი ბღუჯა ლარი არ გახდება?.

კომენტარები
იტვირთება...