თალაკვაძე: მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას

მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, პარტიები მოიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი.”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს კოალიციის შექმნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა და განმარტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა რეფორმები, რითაც საზოგადოებას უფრო ევროპული და საქმიანი პოლიტიკა შესთავაზა.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც რეფორმები გაატარა და, რომელმაც პირველმა დააანონსა, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში შეიცვალოს კიდევ უფრო დემოკრატიულისკენ. შესაბამისად, თუ ვინმეს ეს ცვლილება სურდა, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ უფრო ევროპული, უფრო საქმიანი პოლიტიკა შევთავაზეთ საზოგადოებას. 2020 წლის შემდეგ ეს ასეც იქნება. ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაატარა ეს რეფორმები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. პოლიტიკური პარტიები მიიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ ვენდობით გადაწყვეტილებას, რომელსაც 2020 წელს მოქალაქეები მიიღებენ არჩევნების დროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად