თალაკვაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მმართველი გუნდის მიმართ ნდობა ჰქონდეს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საზოგადოებას ჰქონდეს ის ნდობის განცდა მმართველი გუნდის მიმართ, რომ ჩვენთვის, როგორც ეს იყო 2012 წლიდან მოყოლებული, თანამოქალაქეების აზრი არის ყველაზე მთავარი. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა“ ოცნებამ ეს დაამტკიცა”. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, იმის დასტურია, რომ მმართველი გუნდისთვის მოქალაქეების აზრი მნიშვნელოვანია.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პროპორციული საპარალამენტო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ახლა ვადების კორექტირება მოხდება.

„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვეტილება ჩვენივე ხელისუფლების პირობებში მივიღეთ საკონსტიტუციო რეფორმის დროს და ახლა უბრალოდ ვადებთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც 2024 წლიდან 2020 წელს გადმოვიტანთ არჩევნებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...