თალაკვაძე: მმართველი გუნდი მხარს უჭერს  პასუხისმგებლიან პოლიტიკას დეოკუპაციასთან  დაკავშირებით

“მმართველი გუნდი მხარს უჭერს  პასუხისმგებლიან პოლიტიკას დეოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იმ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომლის შესახებაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს.

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ჩვენს პასუხისმგებლიან პოლიტიკას დეოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რამე ემოციური გადაწყვეტილებებით კითხვის  ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და მომავალი. ამიტომ გზა, რომელიც დავისახეთ, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და, ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არ გვესახება. ამაში ჩვენ საზოგადოების მაქსიმალურ მხარდაჭერას ველით მომავალშიც“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს მთავარი გამოწვევები გააცნო, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს.

საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტი რამდენიმე ძირითად საკითხს დაუთმობს ყურადღებას: საარჩევნო რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საპარლამენტო ზედამხედვეელობა; 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად