თალაკვაძე: მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  ხელისუფლების ახალი შეთავაზება 110/40-ზე არის კომპრომისული და სამართლიანი ვარიანტი.

“ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება. რაც შეეხება ოპოზიციას, მე მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ის წინადადება, რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად