თალაკვაძე: მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რას ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება, რომელიც გასცდა მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტი ბიუროს სხდომაზე განმარტა, რატომ სცდება ოპოზიციის აქტივობები და მიზანი მშვიდობიანი მანიფესტაციების ფარგლებს.

“მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რას ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და ის აქტივობები, რომელიც სამწუხაროდ გასცდა მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ წესრიგს, ბიუჯეტს, პენსიების გადარიცხვას, სოციალური დახმარებების გაცემას, რომელიც უკავშირდება მიმდინარე თუ მოვალში დაგეგმილ პროექტებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება იმ მთავარ ფუნქციებს, რასაც ხელისუფლება ყოველდღიურად ახორციელებს და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მოქალქეებისათვის. ამიტომ სცდება ეს აქტივობები და მიზანი, რაც დაისახა ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებმა- ბოლკირება მოეხდინათ სახელმწიფო ფუნქციების მიმართ” -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად