თალაკვაძე: მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მოძალადეებად გამოაცხადეთ და მელია მშვიდობის მტრედებში ჩაწერეთ

“დღეს, რაც აქ ვნახეთ, ეს არის ფარისევლობის უმაღლესი კლასი. ე.ი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, ვინც არჩევანი გააკეთა, გამოაცხადეთ მოძალადეებად და ნიკა მელია ჩაწერეთ მშვიდობის მტრედებში”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პლენარუ სხდომაზე “ევროპულ საქართველოს”.

მისი შეფასებით, მელიას აქვს სხდომების გამცდენის და აგრესორის სტატუსი.

არჩილ თაკავაძე აქვე დასძენს, რომ ნიკა მელიას ქცევა პლენარულ სხდომაზე იყო აგრესია და არა პარლამენტარიზმი.

“პოლიტიკური ამნეზია, რომელიც დღეს ბატონი მელიასგან დავინახეთ, ის, რომ სხდომებზე არ დადის და თავისი კოლეგების გვარები არ იცის… მოგიწოდებთ ცოტა სამართლიანები იყავით და მელიას გადაფუთვას მოეშვით, მელიას გადაფუთვით ისევ მელიას მიიღებთ, უკეთეს შემთხვევაში სააკაშვილს. მიხედეთ თქვენს პოლიტიკურ ძალას, გაკოტრდებით კიდევ უფრო ბოლომდე. ამ არჩევნებში დაკარგეთ აქციები, დაკარგეთ ყველაფერი, იქამდე მიხვედით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მოდის და თქვენ მანდატებს უკან ითხოვს, რა რიგგარეშე არჩევნები და რა დესტაბილიზაცია, ყველაფერი გაგრძელდება მშვიდად.

მელიამ რამდენიც არ უნდა იყვიროს და რამდენი ჯამბაზური დებოშებიც არ უნდა მოაწყოს ვერაფერს მიაღწევს. მელიას ეს ქცევები არის მისი ხელმძღვანელის მიმართ კეკლუცობა, ეტყობა უთხრეს პარლამენტში რატომ არ დადიხარ, სეზონზე ერთხელ მაინც გამოჩნდი, მოვიდა და კომპენსაცია გააკეთა მთელი თავისი გაცდენების. ეს არის თქვენი რეაქცია, თქვენ აკეთებთ მელიას გადაფუთვას, გადამფუთავი “ევროპული საქართველო” გახდით თვალსა და ხელს შუა. დამშვიდდით და მიხედეთ თქვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, მელიას რად უნდა თქვენი ადვოკატირება? ან გამოსვლაში რა მოგწეონათ? კრიტიკულ აზრზს ვინ გიშლით, ბატონი ბოკერია და ბატონი ჭიაბერაშვილი, კაპანაძე, ჩვენი კოლეგები გამოდიხართ და კრიტიკის მეტი რა ისმის?”, -მიმართა არჩილ თალაკვაძემ “ევროპულ საქართველოს”.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას პლენარულ სხდომაზე მწვავე გამოსვლა ჰქონდა.

სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად