თალაკვაძე მელიაზე: პარლამენტში მისი ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა

“ნიკა მელია კვარტალში ერთხელ ასეთ გამოსვლას აკეთებს, ეს მისი შოუა, ნაციონალური მოძრაობის სტილში”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, სესიაზე დაპირისპირების შეფასების დროს განაცხადა.

“ეს ერთგვარი კომპენსაციაა იმ უამრავი გაცდენის, რასაც ის აცდენს. სამწუხაროა, რომ რამდენიმე კოლეგის გვარიც არ იცოდა მაშინ, როცა ორი წელია, დეპუტატია. ეს იმის გამო ხდება, რომ სამუშაო პროცესში არ მონაწილეობს და პარლამენტში მისი ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა. პარლამენტში საქმიან გარემოს შევინარჩუნებთ და მომავალში საქმიანი პოზიციების შეჯერება მოხდება იმ ინიციატივებზე, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. ამ პროცესში ნიკა მელიას მსგავსი პოლიტიკოსებისთვის ცოტა ადგილი რჩება”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად