თალაკვაძე მელიას ჩანაწერებზე: ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმ პროცესებზე რაც ჩემი თვალით ვნახე

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე პირადად ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმ პროცესებზე რაც ჩემი თვალით ვნახე. მე ვიმყოფებოდი პარლამენტში და მთელი საზოგადოება ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას. მესმის რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილს აქვს მცდელობა, რომ როგორმე თავიდან აიცილონ თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ არაფერი ვთთქვათ სხვა ტიპის პასუხისმგებლობაზე. მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანევრები.
აქ მნიშვნელოვანი არის ერთი, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის გამოყენება სცდა ძალადობრივი სცენარისთვის კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მათ მოუწევთ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...