თალაკვაძე: მე პირადად ვემხრობი, რომ შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რიმ ზოგადად, შეწყალების პროცესთან დაკავშირებით, მეტი კომუნიკაცია არის საჭირო საზოგადოებასთან.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლოდ, მომხრეა, რომ შეწყალება იშვიათად იყოს გამოყენებული.

“მომავალში, მე პირადად ვემხრობი, რომ შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული, მხოლოდ იმ შემთხვევებში, სადაც ამის რეალური საჭიროება არსებობს. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს, რისკების შეფასების ფონზე. ალბათ, ზოგადად შეწყალების პროცესთან დაკავშირებით, მეტი კომუნიკაცია არის საჭირო”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად