თალაკვაძე: “მაუწყებლის” მასალაში ჩანს, როგორ გეგმავს კოტე შარაშენიძის შტაბი საზოგადოების მოტყუებას

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით გავრცელდა მასალა ცოტა ხნის წინ, რომელიც ცოტა ხნის წინ მთელმა საზოგადოებამ ნახა, სადაც ჩანს, როგორ ემზადება ბატონი კოტე შარაშენიძე და მისი შტაბი დღევანდელი ბრიფინგისთვის" – "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სგანგებო ბრიფინგს მართავს.

"ჩანს როგორ გეგმავენ ისინი დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელებას ისინი ამ ბრიფინგის საშუალებით. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ამომრჩევლის შეურაცხყოფა და მედიის ბოროტად გამოყენება. 

ჩვენ რამდენიმე დღის წინ ასევე ვნახეთ რომ გავრცელდა მასალა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ ბატონი შარაშენიძის შტაბს, პრაქტიკულად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მეთოდები, რომელსაც ისინი იყენებდნენ ამ კამპნიის დროს, არის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" გამოცდილება და მათი ხელწერა.მე მოვუწოდებ "ქართული ოცნების" თითოეულ მხარდაჭერს, მეორე ტურშიც მხარი დაუჭირეთ ბეგი სიორიძეს, ჩვენ მოვიგებთ პატიოსანი ბრძოლით." – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად