თალაკვაძე მარშანიას: ომი არ იქნება ქალბატონო ადა, იქნება არჩევნები

“ომი არ იქნება ქალბატონო ადა, იქნება არჩევნები, ამიტომ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის”

ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრს ადა მარშანიას, რომელმაც განაცხადა, რომ “საპარლამენტო არჩევნები ძალიან სერიოზული ომი იქნება”.

როგორც ადა მარშანიამ პარლამენტის პოლენარულ სხდომაზე არჩვენბეთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვისთვის შესაქმენილი კომისიის საკითხის განხილვისას განაცხადა, რაც პარლამენტის დარბაზში ხდება, ყველაფერი არის ფორმალობა და ომი იქნება საარჩევნო პროცესში და არჩევნების დროს.

” ძალიან სერიზული ომი უნდა მოვიგოთ იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმი არანაირ კოალიციურ მთავრობაში არ მოგვევლინოს. რომ “ქართული ოცნებას” თავში რაღაცეები არ აუვარდეს, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სერიოზული  და მძიმე ომი გვექნება. “ქართულ ოცნებას” ჰგონია, კიდევ დარჩება ხელისუფლებაში იმის ხარჯზე, რომ ხელს დააფარებს “ნაცმოძრაობის” კრიმინალურ  მოღვაწეობას და მათ დაუმთავრებელ ბოგინს ქვეყანაში. ეს არანაირად არ გამოგივათ. მოსახლეობა განხრისხებულია და სათანადო პასუხს მიიღებთ. საერთოდ, როგორ ჩავატარებთ არჩევნებს, არავინ იცის რა მოგველის. ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ სოლიდარულები კორონავირუსთან ბრძოლაში. ეს არის მთავარი დღის წესრიგი ქვეყანაში”-განაცხადა ადა მარშანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად