თალაკვაძე: მამუკა ხაზარაძის კომენტარი თანამედროვე პოლიტიკასთან შეუთავსებელია

“მამუკა ხაზარაძის კომენტარი თანამედროვე პოლიტიკასთან შეუთავსებელია”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დემოკრატია, მედიის თავისუფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს იძლევა საშუალებას რომ ნებისმიერმა მხარემ გამოთქვას თავისი მოსაზრებები, თუნდაც ბრალდებები, საჯაროდ, ისე რომ კანონმდებლობა ამით არ დაარღვიოს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც სახელისუფლებო ძალა პოზიტიურ ვალდებულებას ვატარებთ ვუპასუხოთ მნიშვენლოვან შეკითხვებს, რომელიც არის საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში მე გამიჭირდება, რომ რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, ეს ერთი და მეორე, მაია ცქიტიშვილმა ძალიან მშვიდად და სამართლიანად უპასუხა მას. მისი ეს კომენტარი იყო უადგილო და ეს კომენტარი თანამედროვე პოლიტიკასთან არის შეუთავსებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. „ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად