თალაკვაძე: მაკო გომურის საქმე მძიმე ადამიანური ტრაგედიაა, მას დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მაკო გომურის შემთხვევა ჩემთვის არის მძიმე ადამიანური ისტორია. ახალგაზრდა ადამიანმა დაკარგა თვალი და მიიღო მძიმე დაზიანება. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ როდესაც მასზე ვსაუბრობ და იმ ადამიანებზე, ვინც იქ დაზარალდნენ – ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, პოლიცილებზე, ამ დროს თმები ყალყზე მიდგება და ძალიან განვიცდი. ჩვენ რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ეს იყო ის, რომ მათი სრული რებილიტაცია მომხდარიყო.

მე დაახლოებით ერთი თვის წინ სხვა ეთერში დამისვეს კითხვა დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით და მე მაშინ ვთქვი, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი. ჩემი პოზიცია დღესაც ასეა. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან და იმედი მაქვს, რომ უფრო ადრე ვიდრე გვიან, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს.

მან სახელმწიფოს მხრიდან მიიღო სრული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, რაც ჩვენ შეგვეძლო. თუ რამე სჭირდება კიდევ, აგერ ხართ თქვენ, მასაც აქვს კონტაქტი და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ამ ადამიანებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად