თალაკვაძე გაბუნიას მონოლოგზე: კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს

“რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ “რუსთავი 2”-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას უშვერ გინებას სატელევიოზო ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს იმ მონოლოგზე, რომელიც დღეს ტელეკომპანია “რუსთავი -2”-ის წამყვანს, გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში ჰქონდა.

“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა “რუსთავი 2-ის ეთერში”, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”-წერს მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად