თალაკვაძე: ხვალინდელი დღე დაგეგმილი მაქვს, თუ საშუალება მექნება ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ” ვნახავ

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“რაც შეეხება თვითონ ფილმს. მე ხვალინდელი დღე მთლიანად დაგეგმილი მაქვს. თუ მექნება საშუალება ამ ფილმს ვნახავ და ჩემს კონკრეტულ აზრს გეტყვით ამ ფილმთან დაკავშირებით. მაგრამ, როგორც კანონმდებელმა შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნებაში ყველა თავის აზრს გამოხატავს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ეს უფლებაც გარანტირებულია, ისევე როგორც რაღაც არ მოგწონდეს და გააპროტესტო მშვიდობიანად. ეს უფლება თითოეულ მოქალაქეს მისცა ჩვენმა საზოგადოებამ, ხალხმა, ვინც თავის დროზე მიიღო კონსტიტუცია. ამიტომ ეს უფლება იქნება განუხრელად დაცული და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. თუ ამის რისკები იქნება, მოხდეს მათი დაშორიშორება და ყველას თავისი აზრის გამოხატვის შანსი მისცეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად