თალაკვაძე ხაზარაძეს: ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე“ სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში- გაზაფხულისთვის მზად ვართ!

“ქვეყანაში ვითარების “გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს”.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ლელოს” ერთერთი ლიდერის განცხადებას.

“გაზაფხულისთვის მზად ვართ! “ქართულ ოცნებას” შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ქვეყანაში ვითარების “გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.მამუკა ხაზარაძე: თუ პარლამენტი გააუქმებს მანდატებს, კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად