თალაკვაძე: კედელი, რომელიც დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აქვს აღმართული რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე აუცილებლად დაიშლება

“ექიმის დაპატიმრება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანებისა და ადამიანური ღირებულებების მიმართ რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულება არის სრულიდ მიუღებელი და სრულიდ ეწინააღმდეგება დღევანდელ მსოფლიოს და ელემენტარულ ჰუმანურ პრინციპებს, რომლითაც დღევანდელი მსოფლიო ხელმძღვანელობს.”

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთელი საზოგადოება ერთიან პოზიციაზე იმყოფება ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.

„ეს პატიმრობაც დასრულდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ კედელი, რომელიც დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აქვს აღმართული რუსეთის ფედერაციას ჩვენს ტერიტორიაზე, აუცილებლად დაიშლება. ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინება, ამას სჭირდება სწორი კარგად გათვლილი პრაგმატული პოლიტიკა და რაც მთავარია, ეფექტური საშინაო პოლიტიკა, როდესაც პოლიტიკური ძალები კამათობენ მხოლოდ იმაზე, თუ უკეთესად როგორ განვავითარით ეკონომიკა და განათლება და არ კამათობენ, იმაზე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ხელისუფლების პოზიცია არის ეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

„დღემდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გათავისუფლდეს. გვესმის ყველას, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი ცდილობენ, რომ ამაში გადაგვახდევინონ მეტი ფასი, რაც უფრო მეტ პრინციპულობას ხედავენ ჩვენი მხრიდან, რაც უფრო მეტ ევროპელობას ხედავენ ჩვენი მხრიდან და მეტ სტრატეგიულ ურთიერთობებს ხედავენ ნატო-სთან და აშშ-სთან, რა თქმა უნდა, რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის რეაქციები არის უფრო მკვეთრი, მაგრამ ჩვენ ამაზე მხოლოდ მშვიდი და პრაგმატული რეაქციები გვექნება, საქართველო უკან არ დაიხევს თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად