თალაკვაძე: იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატს, შესაძლოა, მმართველი გუნდმა მხარი არ დაუჭიროს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვის აირჩევენ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა, რომელიც გუშინ დასრულდა გამჭვირვალედ ჩაიარა. საჯარო მოსმენებმა კი აჩვენა, რომ არიან მსურველები, რომლებიც უვადო მოსამართლეობის მოთხოვნებს, კომპეტენციას და კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

“არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც არსებობს უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის. იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა. შესაბამისად საბოლოო შედეგებს თქვენ ნახავთ როდესაც კენჭისყრა ჩატარდება,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში 20 კანდიდატს მოუსმინა.

კანდიდატებთან გასაუბრება 23 სექტემბერს დაიწყო და გუშინ დასრულდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, კომიტეტმა მოუსმინა: თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს, ზაზა თავაძეს, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძეს, გიორგი მიქაუტაძეს, პაატა სილაგაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძეს და გოჩა ჯეირანაშვილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად