თალაკვაძე: იმედი მაქვს, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შემდეგი რაუნდი უფრო კონსტრუქციული იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებას” და ოპოზიციას შორის დიალოგის შემდეგი რაუნდი კონსტრუქციული იქნება.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დიალოგის შემდეგი რაუნდი იანვრის ბოლომდე გაიმართება.

„იმედი მაქვს, პოლიტიკური დიალოგის შემდეგი რაუნდი, რომელიც სავარაუდოდ იანვრის ბოლომდე ჩატარდება, უფრო კონსტრუქციული იქნება, ჩვენ შევძლებთ გარკვეული, საერთო შეთანხმების მოძებნას და ქვეყანა უკვე ნორმალურ რეჟიმში დაიწყებს მომზადებას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად