თალაკვაძე: გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნების ფართომასშტაბიანი სტრუქტურული ტრანსფორმაციის ფონზე, ევროკავშირის მიდგომა ანალოგიურად, სტრატეგიული, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხისთვის დარჩეს ენერგიისა და ინსპირაციის წყაროდ.

„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი ეკონომიკა, რათა უზრუნველვყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, დასაქმება და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის რწმენა, რომ თავისუფლებისთვის, პროგრესისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას კეთილდღეობა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტი მოაქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...