თალაკვაძე: გვაქვს გეგმა და ვფიქრობთ, განხორციელების შემთხვევაში საქართველო შეძლებს ეკონომიკის აღდგენას

“ჩვენ გვაქვს გეგმა და ვფიქრობთ, საზოგადოების მხარდაჭერისა და მისი განხორციელების შემთხვევაში საქართველო შეძლებს ეკონომიკის აღდგენას” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კორონავირუსმა რეალური გამოცდის წინაშე დააყენა სახელმწიფოს, ოჯახის და თითოეული ადამიანის ეკონომიკა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში და ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ იყოს სწორი და საიმედო რეაგირება ვირუსის და ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის წინააღმდეგ; მოხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა.

„მნიშვნელოვანია ასევე, რას გავაკეთებთ, რა ნაბიჯებს გადავდგამთ და როგორია ჩვენი გეგმები კრიზისის შემდეგ ეტაპზე, ე.წ. “პოსტკორონავირუსულ” პერიოდში, როცა უფრო გრძელვადიანი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები წამოვა, რომლის გამოც ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჰქონდა ქვეყანას ამ წლების განმავლობაში, შენელდება, – დავინახავთ, რომ რაღაც პერიოდით ტურისტული სექტორი ვეღარ იქნება ისეთი აქტიური და შემოსავლიანი, როგორიც იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ბევრი ოჯახისთვის, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. დავინახავთ, რომ საჭირო იქნება ეროვნული წარმოების კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერა, რომ ჩვენი შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ და ექსპორტის გაზრდაზეც ვიფიქროთ. ჩვენი გათვლებით, გვაქვს მინიმუმ ორი მილიარდი ლარი დასჭირდება ამ პროექტების დაფინანსებას და ვფიქრობთ, რომ ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში საქართველო შეძლებს რაც შეიძლება მოკლე დროში აღადგინოს თავისი ეკონომიკა და უზრუნველყოს შემდგომი ზრდა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად