თალაკვაძე: გუშინ პირადად დავურეკე ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონის ფარგლებში

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“იმ ფაქტმა, რომ ამ ცვლილებამ ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, თანამოაქალეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი მანიფესტაციისა და შეკრების უფლება, ეს უფლება იყო განუხრელად დაცული და იქნება დაცული მომავალშიც. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ორი დღის მანძილზე. მე მხედველობასი მაქვს იმ აქტივობებზე და სახელმწიფო უწყებების ბლოკირების. ეს მნიშვნელოვნად ცდება კანონმდებლობას.

გუშინ საღამოს მე დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, მე მქონდა პირადად მათთან საუბარი და მათ ვთხოვე დაბრუნებოდნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ თავისი მშვიდობიანი პროეტესტი, გაგრძლებინათ მშვიდობიანი მანიფესტაცია. ასევე შევთავაზე მათ რომ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია, პარლამენტში გადაგვეტანა პროლიტიკური პროცესი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად