თალაკვაძე: გაუგონარი ბოროტებაა, დააკავო ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა

გაუგონარი ბოროტებაა, დააკავო ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დე ფაქტო КГБ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა რომ რუსეთის ფედერაციამ ზომები უნდა მიიღოს, რათა დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

„ამ მომენტისთვის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რჩება ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის პრიორიტეტად. გაუგონარი ბოროტებაა, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა, დააკავო და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს. ელჩებთან მაქვს დღეს დამატებითი შეხვედრები და ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ.

ექიმის უკანონო დაკავებით საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს და გამოჩნდა, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში, რაზეც პასუხისმგებელია საოკუპაციო რეჟიმი. რუსეთის ფედერაციამ ზომები უნდა მიიღოს და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის დღეს დამატებით შეხვედრებს გამართავს დიპლომატიურ კორპუსთან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

ცნობისთვის: ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად