თალაკვაძე: განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის ძალიან სოლიდური ნაწილის ჩადებას

„კოლოსალური სამუშაოა გასაკეთებელი საშემოდგომო სესიაზე, რომ მივიღოთ დაბალანსებული ბიუჯეტი. მივიღოთ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მონაცემებს. მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ბიუჯეტი, სადაც თავის თავს ყველა მოქალაქე დაინახავს. თავის თავს დაინახავენ სტუდენტები და ახალგაზრდები”.

ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა, რომელმაც საშემოდგომო სესიის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის პრეზენტაცია გამართა.

მისი თქმით, ხელსიუფლება აპირებს განათლებაში ბიუჯეტის ძალიან სოლიდური ნაწილის ჩადებას.

“განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის ძალიან სოლიდური ნაწილის ჩადებას. თავის თავს დაინახავენ პენსიონერები, რადგან ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ პენსიების საკმაოდ ხელშესახებ გაზრდას მომავალი წლიდან. თავის თავს დაინახავენ სპორტსმენები და სპორტის კომიტეტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით“, – ასე წარუდგინა მედის და საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, 2020 წლის ბიუჯეტი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ახალი ბიუჯეტი გახდეს კიდევ უფრო სოლიდარული და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად