თალაკვაძე გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე: მინდა დავარწმუნო ახალგაზრდები, რომ ჩვენი პირობა შესრულებული იქნება

პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე პარასკევს ჩააგდო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გუნდში არ არსებობს არც ერთი წევრი, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

“ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გუნდში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.

ახლა არის საჭირო, რომ კენჭისყრით გაფორმდეს ეს გადაწყვეტილება, რაც წინა ჯერზე ვერ მოხერხდა. მე მინდა დავარწმუნო ყველა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც ელოდებიან ამ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი პირობა იქნება შესრულებული,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად