თალაკვაძე ენმ-ს: ქუთაისში თქვენი ვაშაძე ჭიღვარიამ ბეჭებზე დაგიდოთ, ახლა რისი იმედი გაქვთ?!

„თქვენ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 2009 წლამდე რუსული პასპორტი ხელიდან ვერ გააგდებინეს, ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს რისთვის, რომ საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„იგივეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი, რა აქვთ მაგათ მართლა სალაპარაკო სალომე ზურაბიშვილზე. ადამიანზე, ვისი უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა და ვისი ხელმოწრაც არის ამ ისტორიულ დოკუმენტზე დაფიქსირებული. ცოტა დაიფქრდით და უტიფრობასაც აქვს საზღვარი“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეახსენა,სადაც ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ წევრმა დაამარცხა. თალაკვაძე აქვე დასძენს, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველივე ტურში მოიგებს. 

„მინდა შეგახსენოთ “ნაციონალურ მორაობას”, ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 1 წლის წინ ქუთაისში მერობის კანდიდატი იყო და გიორგი ჭიღვარიამ, რომელსაც მართალია რუსეთის ბაზები არ გაუყვანია, არჩევნებში დაგიდოთ ბეჭებზე, ახლა რისი იმედი გაქვთ?! სალომე ზურაბიშვილი მოიგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში, იმის გამო, როგორც თქვენ იქცევით და როგორი კამპანიაც ახლა გაქვთ გაჩაღებული.
საზოგაოდებამ უნდა იცოდეს, რატომ არიან ასე აგრესიულები ამ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ამ არჩევნებში არა მარტო თქვენი კანდიდატი აგებს, არამედ აგებს პარტია, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ძალად ეცნობოდა აქამდე საზოგადოებას, ამიტომ ხართ ასე გააქტიურებულები. თქვენ აგებთ არჩევნებსაც და სიტყვა „მთავარსაც“, ეს არის თქვენი მთავარი ინტერესი, გრიგოლ ვაშაძე კი არ გაინტერესებთ, თქვენ გაინტერესებთ, რომ მითი შეინარჩუნოთ, თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტია ხართ, აღარ ხართ მთავარი ოპოზიციური პარტია და ეს გაწუხებთ, ამ არჩევნებში ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად