თალაკვაძე: დღეს მედია ბევრად უფრო თავისუფალი, პლურალისტური აქვს საქართველოს, ვიდრე ოდესმე

“ელჩები მხარს უჭერენ მედიის დამოუკიდებლობას, ისე როგორც ამას მხარს უჭერს პარლამენტი, ვფიქრობ, ეს მთელი ინდიკატორებით დასტურდება, რომ დღეს ბევრად უფრო თავისუფალი, პლურალისტური აქვს საქართველოს, ვიდრე ოდესმე. ამას მიუთითებს გამარტივებული რეგულაციები, ამას მიუთითებს ლიცენზირების სისტემის გამარტივება, ამას მიუთითებს ჟურნალისტების საქმიანობის აბსოლუტურად ყველა დეტალი”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში, გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მედიის დამოუკიდებლობაზე და პლურალისტურ მედიაზე არსებობს პირდაპირი პასუხი და ეს არის მიკროფონების რაოდენობა, როდესაც ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ მთავრობას, პარლამენტს და პოლიტიკოსებს.

“ეს არის მედიაში ყოველდღიური შინაარსი, რომელსაც წერთ და გადასცემთ. კრიტიკული შინაარსი დღეს მედიაში მიუთითებს, რომ მედია არის დამოუკიდებელი და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევა არ ხდება. კითხვები უნდა იყოს და პასუხებიც უნდ ა იყოს. ჩვენ პასუხები გვაქვს. ელჩები მხარს უჭერენ მედიის დამოუკიდებლობას, ისე როგორც ამას მხარს უჭერს პარლამენტი, ვფიქრობ, ეს მთელი ინდიკატორებით დასტურდება, რომ დღეს ბევრად უფრო თავისუფალი, პლურალისტური აქვს საქართველოს, ვიდრე ოდესმე. ამას მიუთითებს გამარტივებული რეგულაციები, ამას მიუთითებს ლიცენზირების სისტემის გამარტივება, ამას მიუთითებს ჟურნალისტების საქმიანობის აბსოლუტურად ყველა დეტალი”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად