თალაკვაძე: დემოკრატიულ სისტემაში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო ძალიან დიდი უპირატესობით

“არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო ძალიან დიდი უპირატესობით დემოკრატიულ სისტემაში და არჩევით დემოკრატიაში 20%–იანი განსხვავება, არის განსხვავება, რომელსაც ვერანაირ გაყალბებას დააბრალებ”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ეს არის მართლაც დიდი უპირატესობა და მეორე ტურში საზგადოებამ ნაციონალურ მოძრაობას უთხრა უარი იმაზე, რომ საქართველოს მომავლით შეიცვალოს წარსული, რაც ყველასთვის მიუღებელია, ეს იყო პრინციპული არჩევანი რომლის შეცლა, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და ჩაატარეს ვითომ სკანდალური ბრიფინგი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით , საბოლოო ჯამში რა დავინახეთ, ის რომ პირადობის მოწმობები მათ გაყალბების მექანიმზმად მიყიდეს საზოგადოებას, მათი აზრით, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა მოწმობები, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა ან მათმა ოჯახებმა ჩააბარეს კონკრეტულ მედიასააშუალებას ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად.

თალაკვაძე: ნიკა მელია კვარტალში ერთხელ მოდის პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად
ასე რომ ესეთი ფაბრიკაციები, რამდენი ბრიფინგიც არ უნდა ჩაატარონ არჩევნების ლეგიტმურ შედგეეგბს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ოპოზოციას დროულად მართებს აღიაროს არჩევნების შედგეგი და სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ოპონირებაში, მათ შორის ნიკა მელია, რომელიც კვარტალში ერთხელ მოდის პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად. თუ მაინცდამიანც ინაოგურაციამდე ორი დღით ადრე რატომ აქვეყნებენ ამაზე საზოგადოებას არ გაუჭირდება პასუხის გაცემა, მათ სურთ ჩრდილი მიაყენონ იმ დემოკრატიულ მიღწევას, როდესაც აღჩეულ პრეზიდენტს უკვე მოქმედი პრეზიდენტო ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადასცემს საპრეზდენტო მანდატს, და საქართველოში ეს პირველად მოხერხდა”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად