თალაკვაძე: დეკლარაციის ჩავარდნაში კრიტიკული როლი შეასრულა ოპოზიციამ და მასთან დაახლოებულმა EPP-მ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე დეკლარაციის ჩავარდნის მიზეზებთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ ამ პროცესში ოპოზიციამ და მასთან დაახლოებულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ კრიტიკული როლი შეასრულა.

მისი თქმით, დეკლარაციის ჩავარდნა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს.

„დეკლარაციის ჩავარდნაში კრიტიკული როლი შეასრულა სწორედ ოპოზიციამ და მასთან დაახლოებულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“(EPP), რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლამდე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტია ევროპარლამენტში. ისინი ახლაც არიან ევროპარლამენტში. ეს არის პოლიტიკა, რომ მათ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს. მათ ოპოზიციის მიწოდებული და შეთანხმებული შენიშვნების ჩაწერა  სურდათ საქართველოს შესაფასებელ დეკლარაციაში. აი ეს ჩავარდა და აქ ტოლობის ნიშანს ნუ დავსვამთ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებებზე, შეფასებებსა და მთლიანად ინსტიტუტების ურთიერთობას შორის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: სტრასბურგში, 13 თებერვალს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომა დეკლარაციის მიღების გარეშე დასრულდა.

ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა საუბარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად