თალაკვაძე: დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში , გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმების დროს იყო თუ არა საუბარი პატიმრების გათავისუფლებაზე, უპასუხა, რომ ყველაფერი, რაზეც შეთანხმება მოხდა, დოკუმენტში წერია.

“მე პირადად ვთვლი და მომავალშიც ასე ჩავთვლი ყოველთვის, სანამ ვიქნები პოლიტიკაში, რომ ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანების დაპატიმრების და გათავისუფლების შესახებ, ამაზე არავითარი გავლენა პარლამენტარებს და ოპოზიციონერებს არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის ცალსახა.

გუშინ სამოქალაქო სექტორის თუ პოლიტიკის წარმომადგენელი რომელიც ამბობდა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, დღეს იგივე ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაუშვან ეს და ეს ადამიანები, ეს არის ფარისევლობა” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას..

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად