თალაკვაძე: ჩვენი არჩევანი ძველი ჭრილობების გახსნა კი არა, ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვაა

ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე – საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა. ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა.

ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება, ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან — პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდ მიგვაჩნია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის” საკითხზე დუმას ჯგუფი იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად