თალაკვაძე: არანაირ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული

“სამთავრობო ცვლილებებზე პარტიაში არ ყოფილა განხილვა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის მიღებული”.

ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, საგაზაფხულო სესიაზე ზედამხედველობის რეგულარული გეგმის ფარგლებში მოვუსმენთ მინისტრებს და განვიხილავთ ყველა იმ გეგმას, რაც სამინისტროებს მიმდინარე წელს ექნებათ. არანაირ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სამთავრობო გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს თავის საქმეს, ისევე როგორც პარლამენტი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად