თალაკვაძე: აქტიურ მონიტორინგს გავუწევთ, რამდენად ეფექტურად სრულდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები

საკანონმდებლო ორგანო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს იმ ახალი რეგულაციების, რომელიც ბავშვთა კოდექსის მიღების შემდეგ იქნება გარანტირებული.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო  „ბავშვთა კოდექსი,“  რომელსაც მიესალმებიან ბავშვის უფლებათადაცვითი ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები, რადგან ის აწესებს უფრო მაღალ სოციალურ გარანტიას ბავშვებისთვის, აწესებს უფრო მეტ დაცვას ბავშვებისთვის, როდესაც ისინი არიან სკოლაში ან როდესაც ისინი არიან ოჯახში.

“ბავშვის უფლებები იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას და კანონის მიღების შემდეგ საშემოდგომო სესიის ფარგლებში ჩვენ აქტიურ მონიტორინგს გავუწევთ, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები. განსაკუთრებულად პრიორიტეტულია აქ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები, რომელთა მიმართებაშიც, გარკვეული უთანასწორო მიდგომები არის სამწუხაროდ, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ, გვინდა, რომ რეგიონებშიც გაჩნდეს ეს სერვისები და ბავშვებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, რომ საჭიროებები მოგვარდეს, ჩაერთონ სრულფასოვნად იმ პროცესში, რაშიც სხვა ბავშვები, საზოგადოების ეს ნაწილი მონაწილეობს“, – განაცხადა არჩილ  თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად