თალაკვაძე: 20 ივნისის ღამეზე სახელმწიფომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში თავის მხარეს გადაამოწმა

“თუ ობიექტურად გინდათ შეფასება, მოდით სიმართლე ვთქვათ, ის ადამიანებიც გაათავისუფლეს, ვინც ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდნენ 20 ივნისის ღამეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა შეახსენა, რომ ნაწილი ისევ იქ არიან, რაზეც თალაკვაძის პასუხი ასეთია:

“არა, ნაწილი არიან, ეგრე პოლიციელების ნაწილიც არიან პასუხისგებაში მიცემულები და მაღალჩინოსნებიც გადაყენებულები. მაშინ დააბრუნეთ ის ადამიანები. მოითხოვეთ თქვენ, ჟურნალისტებმა. პასუხისმგებლობა სახელმწიფომ პირველ რიგში თავის მხარეს გადაამოწმა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად