თალაკვაძე: 0%-იანი ბარიერით პარტიებს არ მოუწევთ ფიქტიურ ბლოკში შესვლა და იძულებით გაერთიანება

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კითხვაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პროპორციული სისტემა ძალიან კარგია, მაგრამ, ჩვენ ის გავიარეთ და უბარიერო სისტემით ფრაგმენტულ პარლამენტს მიიღებთო, როგორ უპასუხებდით? რასაც არჩილ თალკვაძე ასე განმარტავს.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციასთან და ოპოზიციის დიდი ნაწილი პრაქტიკულად მხარს უჭერს პროპორციული არჩევნების ჩატარებას ნულოვანი ბარიერით. რომ არაფერი ვთქვათ ამ მხარდაჭერაზე, რაციონალურადაც აბსოლუტურად ყველას შეუძლია მისი შეფასება, რომ ნულოვანი ბარიერი ერთჯერადად 2020 წლისთვის, იძლევა მხოლოდ და მხოლოდ იმ შედეგს, რომ ყველა პოლიტიკური პარტიას ექნება დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მათ არ მოუწევთ არავისთან შესვლა ფიქტიურ ბლოკში, არ მოუწევთ არავისთან იძულებით გაერთიანება იმ მოცემულობის გამო, რაც აქამდე გვქონდა. შესაბამისად ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩერთოს არჩევნებში და დაიწყოს რეალური პოლიტიკური სისტემის, ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც უკვე არის ბარიერიც და პროპორციული საარჩევნო სისტემაც” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

თალაკვაძემ ასევე, საქარველოს პრეზიდენტის  სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარს და განაცხადა:  “პროპორციული არჩევნები თავისთავად უშვებს, იმის ალბათობასაც, რომ შესაძლოა ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა, თუმცა საბოლოო ჯამში მთავრობა იქნება თუ არა კოალიციური და რა კოალიცია შედგება, ეს დამოკიდებულია მის შედეგებზე”.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით იწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...